Wednesday, July 14, 2010

სასწავლო პროექტის გეგმა

პროექტის სახელი: ,,ფოლკლორი“

პროექტის მიკლე აღწერა: საქართველო მსოფლიოში განთქმულია ფოლკლორით. მას გააჩნია მრავალსაუკუნოვანი ისტორია და ტრადიციები. პროექტის მიზანია მოსწავლეებმა გაიაზრონ ჩვენი ქვეყნის მრავალფეროვანი კულტირა და ისტორია. ეს პროექტი მოზარდებს განუვითარებს ძიებისა და სწავლის ინტერესს.

პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას ფოლკლორის შესახებ. (წიგნი, ჟურნალ – გაზეთი, ინტერნეტი და სხვა.) შეისწავლიან ფოლკლორის წარმოშობისა და განვითარების ისტორიას. პროექტის დასაწყისში მოხდება ჯგუფების წარდგენა. გოგონები და ბიჭები ეჯიბრებიან ერთმანეთს. ორივე ჯგუფს ეყოლება ლიდერი. შეჯიბრი მიმდინარეობს სააქტო დარბაზში. შესწულდება შემდეგი აქტივობები.
  1. გაფორმება. (როგორ შეესაბამება ჩაცმულობა ფოლკლორულ სტილს, ჯგუფის სათაური)
  2. სიმღერა (ხალხური)
  3. ტესტი
  4. ხალხური სიმღერის გამოცნობა.
  5. ვიზუალიზაცია – ხალხური საკრავების ნახატად წარმოდგენა და დაჯგუფება (ჩასაბერი, დასარტყამი და სიმებიანი)
  6. ცეკვა – (ხალხური)
  7. ლექსი – (ხალხური )

ყველა ეს აქტივობები უნდა წარმოადგინონ ჯგუფებმა. შემდეგ თითოეული ჯგუფი აკეთებს თვითშეფასებას და ჟიურთან შეთანხმებით ხდება ქულების წარდგენა. პროექტის დასრულების შემდეგ ბავშვები შექმნიან ფოტოალბომებს, აიღებენ ინტერვიუებს გამოჩენილი ქართველი ფოლკლორისტებისაგან, შეაგროვებენ ვიდეომასალას, გააკეტებენ პრეზენტაციებს, შექმნიან ბლოგს და თვალსაჩინო მასალას.


მონაწილეთა ასაკი: 15, 16, 17, 18 წელი


ვადები / ხანგრძლივობა: 2 თვე


პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მოსმენა, დიალოგი, სიმღერა, ცეკვა, ლექსი, დისკუსია. მასალის მოძიება ინტერნეტით და წიგნების საშუალებით, პრეზენტაცია, ჯგუფური მუშაობა.

მოსალოდნელი შედეგები: ამ პროექტის დანერგვის შემდეგ უფრო მეტად გაიზრდება საჯარო სკოლაში ბავშვების სწავლის მუსიკის ხარისხი. მოსწავლეებში აღიძვრება ინტერესი მუსიკისადმი. სახალისოა მათთვის კვლვბა, შეჯიბრი, სიმღერა, ცეკვა და ლექსი. ამ ასაკის ბავშვებს უყვართ საკუთარი აზრის გამოხატვა და დამოუკიდებელი აზროვნებით ცხოვრებაში დაიმკვიდერბენ საკუთარ თავს. ასეთი მუშაობა სწავლებაში მიზანმიმართულია მოსწავლეების მუსიკალური მომზადების სრულყოფისაკენ.

სარგებელი სხვებისათვის: გაეცნობიან ფოლკლორს, პრეზენტაციის საშუალებით თანატიოლებს გააცნობენ მოპოვებულ მასალას. გაუზიარებენ თავიაანთ შეხედულებას, კომენტარებისა და ელ ფოსტით. პროექტის მსვლელობაში ჩართავენ სხვა სკოლის მოსწავლეებს, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ურთიერთთანამშრომლობისა და ჯგუფური მუშაობის უნარჩვევების განვითარებას.


სამუშაო ენა: ქართული


მონაწილეები სხვა სკოლიდან.


საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირში: . ხელოვნება, ქართული ლიტ., კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან


პროექტის ფასილიტატორი: ციალა ჯამასპიშვილი


პროექტის ფასილიტატორის ელ ფოსტა: tsiko.jamaspishvili@gmail.com


პროექტის ფორუმი


პროექტის ვებ გვერდი / ბლოგი